ანექსირებულ ყირიმში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე იერიში მივიტანეთ – უკრაინის დაზვერვა

უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა - ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტო (GUR) იტყობინება.
უკრაინის დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ იერიში მიიტანეს რუსულ სამხედრო ბაზაზე, რომელიც ქალაქ პერევალნოიეში, უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
"ვადასტურებთ, რომ იერიში მივიტანეთ". - თქვა GUR-ის სპიკერმა ანდრეი იუსოვმა.
Reuters-ის ცნობით, მოსახლეობა მსხვერპლის, აფეთქებებისა და გზის ჩაკეტვის შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას.