პუტინმა ვაგნერის მებრძოლებს რუსეთისადმი ერთგულების ფიცის დადება უბრძანა

26.08.23 14:41
პუტინმა ვაგნერის მებრძოლებს რუსეთისადმი ერთგულების ფიცის დადება უბრძანა

მას შემდეგ, რაც ვაგნერის მეთაურის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვაგნერის მებრძოლებს რუსეთის სახელმწიფოსადმი ერთგულების ფიცზე ხელმოწერა უბრძანა.

პუტინმა ბრძანებულებას ცვლილებების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლის ხელი გუშინ, 25 აგვისტოს მოაწერა.

კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ბრძანებულება ავალდებულებს ყველას, ვისაც აქვს სამხედროს სტატუსი ან მხარს უჭერს, ე.წ. "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უკრაინაში, დადოს ოფიციალური ფიცი რუსეთისადმი ერთგულების შესახებ.

განკარგულებაში აღწერილია, რომ ეს არის ნაბიჯი რუსეთის თავდაცვის სულიერი და მორალური საფუძვლების გასამყარებლად.

მსგავსი სიახლეები