რუსეთის ქალაქ კემეროვოში პიროტექნიკის საწყობში ხანძარია
რუსეთის ქალაქ კემეროვოში პიროტექნიკის საწყობში ხანძარია.
რუსული მედიის ცნობით, ხანძრის ადგილზე ფეიერვერკები ფეთქდება, რისი ხმაც მთელ ქალაქში ისმის.
ასევე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კონსტრუქციაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, შენობა ჩამოინგრა.
ასევე ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ საწყობის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის ავზებიც ინახებოდა.