დონალდ ტრამპის რეიტინგი გაიზარდა

26.08.23 16:25
დონალდ ტრამპის რეიტინგი გაიზარდა

სააგენტო „როიტერსისა“და „იპსოსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დონალდ ტრამპის რეიტინგი გაიზარდა.

ყოფილ პრეზიდენტს მხარს „რესპუბლიკელთა“ 52% უჭერს. ფორმალურ დაპატიმრებამდე კი მისი რეიტინგი 47%-ს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ფულტონის ციხის კარი ორასი ათასი დოლარის გადახდის შემდეგ რამდენიმე დღის წინ გაუღეს. ექს მაღალჩინოსანს, რომელსაც საპრეზიდენტო არჩვენების შედეგების შეცვლის მცდელობას ედავებიან, აუკრძალეს სოციალური მედიის გამოყენება, კონტაქტი თანამზრახველებთან და ბრალდებულებთან.

ტრამპს ოფიციალურად აქვს მინიჭებული პატიმრის  სპეციალური ნომერი P01135809.

მსგავსი სიახლეები