კიევიდან დასავლეთით ერთმანეთს უკრაინის ორი საბრძოლო თვითმფრინავი შეეჯახა - დაიღუპა სამი პილოტი
კიევიდან დასავლეთით ერთმანეთს უკრაინის ორი საბრძოლო თვითმფრინავი შეეჯახა - დაიღუპა სამი პილოტი.
DBR-ის განცხადებით, L-39-ის ტიპის ორი საჰაერო ხომალდის შეჯახება 25 აგვისტოს მოხდა.
DBR-მა დაიწყო გამოძიება, რომლითაც უნდა დადგინდეს იყო თუ არა თვითმფრინავები კარგ მდგომარეობაში და დაცული იყო თუ არა ყველა წესი ფრენის შესრულებამდე. სპეციალისტები შეისწავლიან ე.წ. "შავ ყუთებს", რომლებიც ინახავს მონაცემებს თვითმფრინავების მოძრაობაზე და პილოტების რეაქციებზე.
"ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებს. ეს ყველა ჩვენგანისთვის მტკივნეული და გამოუსწორებელი დანაკარგია" - წერს საჰაერო ძალები ტელეგრამით.