„მე ვნახე ფოტო ტელევიზიით. სიმპატიური ბიჭია“ - ბაიდენი ტრამპის დაკავებაზე

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის ფორმალურ დაპატიმრებას და მისი დაკავების ფოტოს გამოქვეყნებას გამოეხმაურა.
„მე ვნახე ფოტო ტელევიზიით. სიმპატიური ბიჭია“, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ფულტონის ციხის კარი ორასი ათასი დოლარის გადახდის შემდეგ რამდენიმე დღის წინ გაუღეს. ექს მაღალჩინოსანს, რომელსაც საპრეზიდენტო არჩვენების შედეგების შეცვლის მცდელობას ედავებიან, აუკრძალეს სოციალური მედიის გამოყენება, კონტაქტი თანამზრახველებთან და ბრალდებულებთან.
ტრამპს ოფიციალურად აქვს მინიჭებული პატიმრის სპეციალური ნომერი P01135809.