"ყველაფერი, რაც ქართულ კულტურას უკავშირდება, გარკვეულწილად აღიქმება როგორც ჩვენი კულტურის ნაწილი" - მედვედევი

26.08.23 20:36
"ყველაფერი, რაც ქართულ კულტურას უკავშირდება, გარკვეულწილად აღიქმება როგორც ჩვენი კულტურის ნაწილი" - მედვედევი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის თქმით, ქართული კულტურა ძალიან ახლოს არის რუსეთთან და ხშირად აღიქმება როგორც საერთო საკუთრება.

მედვედევი რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ამბობს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით, პოზიტიური დამოკიდებულება აქვს.

„ეს არის უძველესი ხალხი, უძველესი კულტურა, ჩვენთან ძალიან ახლობელი, რადგან ჩვენ მრავალი წელია მეზობლად ვცხოვრობთ, მათ აქვთ დიდი დიასპორა ჩვენს ქვეყანაში და ყველაფერი, რაც ქართულ კულტურას უკავშირდება, გარკვეულწილად აღიქმება როგორც ჩვენი კულტურის ნაწილი... თუ ინტერნეტში ეძებთ მწვადს ან რაიმე მსგავსს, მაშინ უმეტეს ქვეყნებში ის აღიქმება არა როგორც კავკასიური სამზარეულოს ნაწილად, არამედ როგორც სრულიად რუსული სამზარეულოს ნაწილი... იგივე ეხება მუსიკას და ელიტებს, მათ შორის კულტურულს," - თქვა მან.