"პუტინის ნდობა არ შეიძლება" - ჯონსონი პრიგოჟინის სიკვდილზე

27.08.23 10:41
"პუტინის ნდობა არ შეიძლება" - ჯონსონი პრიგოჟინის სიკვდილზე

ბორის ჯონსონი დარწმუნებულიაб რომ ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა პუტინმა დაუკვეთა.  ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ -მინისტრი აცხადებს, რომ "ვაგნერის" მეთაურის სიკვდილმა აჩვენა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან  მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს და მისი ნდობა არ შეიძლება. მისი თქმით, ის აზიელ დესპოტად იქცა, რომელიც ყოფილ რჩეულებ ჰკლავს.

ბრიტანელი პოლიტიკოსის შეფასებით,  პუტინმა პრიგოჟინის განეიტრალებით თავი ნამდვილ განგსტერად წარმოაჩინა.  „ვაგნერელებისადმი" მისი აბსურდული სატელევიზიო სამძიმარი კი მარიო პიუზოს წიგნის „ნათლიას“ ფურცლებიდან აიღო.

მსგავსი სიახლეები