ნატოს სამხედრო მეთაურობამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან საიდუმლო თათბირი გამართა

27.08.23 12:38
ნატოს სამხედრო მეთაურობამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან საიდუმლო თათბირი გამართა

ნატოს სამხედრო მეთაურობამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან საიდუმლო თათბირი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ გასაიდუმლოებული შეხვედრა  უკრაინა - პოლონეთის საზღვარზე 11  დღის წინ შედგა. ჩრდილო-ატლანტიკული ალიანსის წარმომადგენლობა, ბრიტანელი და ამერიკელი გენერლები ვალერი ზალუჟნის გუნდთან ერად ხუთი საათის განმავლობაში განიხილავდნენ უკრაინის  სამხედრო სტრატეგიას. "გარდიანის" ცნობით, მსჯელობის საგანი იყო კონტრშეტევა და ზამთრის ბრძოლისთვის მზადება. გავლენიანი მედიასაშუალების ცნობით,  ნატოს სამხედრო მეთაურობასთან გამართული ამ საიდუმლო თათბირის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგია რადიკალურად შეიცვალა.