ოკუპანტებმა ჰერსონი მორიგ ჯერზე დაბომბეს - დაიღუპა ახალგაზრდა ქალი

27.08.23 17:36
ოკუპანტებმა ჰერსონი მორიგ ჯერზე დაბომბეს - დაიღუპა ახალგაზრდა ქალი

ოკუპანტები ჰერსონი მორიგ ჯერზე დაბომბეს. იერიშებს ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, კიდევ ერთი მამაკაცი კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ  ჰერსონის ოლქის სამხედრო ამინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

სამწუხაროდ, დაზარალდნენ ადამიანები. რუსების იერიშების შედეგად 35 წლის ქალი დაიღუპა, კიდევ ერთი ადგილობრივი კი ჭრილობებით კლინიკაშ მოათავსეს, - წერს ტელეგრამ არხზე ალექსანდრ პროკუდინი. 

ცოტა ხნით ადრე პროკუდინმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ 24 საათში მოწინააღმდეგემ ოლქი 61 -ჯერ დაბომბა.