ერთიანი მსოფლიო აგრესორზე ძლიერია, სექტემბერში კიდევ უფრო მეტი ერთიანობა იქნება - ზელენსკი

27.08.23 19:15
ერთიანი მსოფლიო აგრესორზე ძლიერია, სექტემბერში კიდევ უფრო მეტი ერთიანობა იქნება - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა მძლავრი სექტემბრისთვის ემზადება. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, ერთიანი მსოფლიო აგრესორზე ძლიერია , სექტემბერში კი კიდევ უფრო მეტი ერთიანობა იქნება.

უკრაინისთვის მძლავრი სექტემბრის მომზადება უკვე დავიწყეთ. პირველ რიგშია ჩვენი თავდაცვა. ახალი თავდაცვითი პაკეტები უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, არტილერია, ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვა და რაკეტები, განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობა. ჩვენი საჭიროებების შესახებ თითოეული პარტნიორი ინფორმირებულია, ველოდებით გადაწყვეტილებებს... ერთიანი მსოფლიო აგრესორზე ძლიერია... სექტემბერში კიდევ უფრო მეტი ერთიანობა იქნება,  - განაცხადა ზელენსკიმ.