გადაინაცვლებს თუ არა ომი რუსეთის ტერიტორიაზე? - ზელენსკის პასუხი

28.08.23 09:51
გადაინაცვლებს თუ არა ომი რუსეთის ტერიტორიაზე? - ზელენსკის პასუხი

უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადანაცვლება მისი მხრიდან არასწორი სტრატეგია იქნება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ასეთ შემთხვევაში უკრაინა მოკავშირე სახელმწიფოების მხარდაჭერას დაკარგავს.

არის დიდი რისკი, რომ ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მარტონი დავრჩებით. თუ მე გამიზნულად ვაგზავნი ჩემს ჯარებს და რუსეთის ტერიტორიისკენ წასვლას ვგეგმავ, მე ზუსტად უნდა ვიცოდე, რომ ჩემთან ჩემი ეს (მოკავშირე) სახელმწიფო აღარ იქნება. შემეგ უკვე ფიქრობ, რა უფრო მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხისთვის, - განაცხადა ზელენსკიმ. 

 

მსგავსი სიახლეები