რუსეთს უპილოტოებით შეუტიეს - კრემლი ამტკიცებს, რომ სამხედრო დრონები გაანადგურა

რუსეთს დრონებით შეუტიეს. უპილოტო საფრენი აპარატები მოსკოვის ოლქში ლუბერეცის რაიონში დააფიქსირეს. კრემლი იუწყება, რომ სამხედრო დრონები ჩამოგდებულია. თავდასხმას მოსკოვი ტერორისტული შეტევის მცდელობად აფასებს და კიევს ადანაშაულებს. გაჩერებულია დომოდედოვოსა და ვნუკოვოს აეროპორტები.
პარალალელურად, რუსეთის თავდაცვის მართვის სააგენტო იტყობინება, რომ შავი ზღვის თავზე ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების უპილოტო საფრენს გზა ავიაგამანდგურებლით იმ დროს გადაუჭრეს, როცა ის რუსეთის საზღვრისკენ მიფრინავდა.