2 დაღუპული და 2 დაშავებული - ოკუპანტებმა გასულ ღამეს პოლტავა დაბომბეს

28.08.23 10:07
2 დაღუპული და 2 დაშავებული - ოკუპანტებმა გასულ ღამეს პოლტავა დაბომბეს

გასულ ღამეს ოკუპანტებმა პოლტავა დაბომბეს. იერიში სამეწარმეო ობიექტზე იქნა მიტანილი. შემტხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა, კიდევ 2 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ინფორმაციას პოლტავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

მტრის იერიშების შედეგად  2 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 2 ადამიანი უმნიშვნელო დაზიანებებით საავადმყოფოშია განთავსებული, ხოლო 2 ადამიანის ადგლსამყოფელი უცნობია. 

ლუნინის თქმით, შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მისივე ცნობით, რუსულმა რაკეტამ სამეწარმეო ცეხი სრულად გაანადგურა.