დამწვარი 74 ათასი ჰექტარი და 18 დაღუპული - საბრძნეთში ისევ ტყის ხანძრებს ებრძვიან

28.08.23 10:33
დამწვარი 74 ათასი ჰექტარი და 18 დაღუპული - საბრძნეთში ისევ ტყის ხანძრებს ებრძვიან

რთული ვითარებაა საბერძნეთში. ქვეყანაში ტყის ხანძრების კონტროლს ვერ ახერხებენ. სტიქია საბერძნეთის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში თურქეთის საზღვართან მძინვარებს. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს. ბოლო მონაცემებით დამწვარია 74 ათასი ჰექტარი, აქედან 13 ათასი ეროვნულ პარკში. მედია ხანძრის შედეგად დაღუპულებზე წერს. გარდაცვლილია 18 ადამიანი, ისინი არალეგალი მიგრანტები არიან, რომლებმაც საზღვარი თურქეთიდან გადაკვეთეს.