უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს - ზელენსკი

28.08.23 11:56
უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ უკრაინის გამარჯვება მნიშვნელოვანია საქართველოსა და მოლდოვასთვისაც. მისი განმარტებით, მათი გამარჯვება პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაძლებლობას შექმნის და ხელ შეუწყობს მოლდოვასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

მიმაჩნია, რომ უკრაინის გამარჯვება დასვამს წერტილს. ძალიან გამიხარდება ამ სახელმწიფოების (ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა) ხალხების გამო. უკრაინის გამარჯვება პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაძლებლობას შექმნის, შექმნის დემოკრატიას და საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს, - განაცხადა ზელენსკიმ.