უკრაინამ ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რაბოტინო სრულად გაათავისუფლა
უკრაინის წარმატება ზაპოროჟიეს ოლქში - რუსი ოკუპანტებისგან სოფელი რობოტინო გაათავისუფლეს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის სამხრეთით შეტევაზე არიან გადასული.
დიდი ალბათობით, შემდეგი ლოკაცია, საიდანაც პუტინის დანაყოფებს გააძევებენ, მალაია ტოკმაჩკა იქნება.