ზელენსკი: ძალიან მსურს, რომ მომავალ წელს არჩევნების ჩატარება შევძლოთ

ვოლოდიმირ ზელენსკი არჩევნების უკრაინაში არჩევნების ჩასატარებლად მზადაა. ამის შესახებ მან ერთ-ერთ ინტერვიუშ ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ხელისუფლებას არ ებღაუჭება, თუმცა არჩევნების ჩასატარებლად რამდენიმე პირობა არსებობს.
კერძოდ, უკრაინის კონსტიტუცია საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარებას კრძალავს, ამიტომ პრეზიდენტის თქმით, კანონმებლობაში ცვლილებები იქნება შესატანი.
არ მსურს გამოვჩნდეთ ისე, თითქოს ძალაუფლებას ვებღაუჭებით. ძალიან მსურს, რომ მომავალ წელს შევძლოთ არჩევნების ჩატარება. ჩვენ ვიცავთ დემოკრატიასა და ჩვენს მიწას. ამიტომაც განიხილება არჩევნების ჩატარების საკითხი. ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომლის აკრძალვაც შეუძლებელია. (არჩევნების ჩასატარებლად) ჩვენ გვჭირდება საარჩევნო კოდექსის შეცვლა და თუ ჩვენი პარლამენტის წევრები მზად არიან, უნდა დავიწყოთ სწრაფი მოქმედება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
კიდევ ერთ პირობად ზელენსკი ფინანსურ მხარდაჭერას ასახელებს. მისი შეფასებით, დასავლეთმა ამისთვის 5 მლრდ უნდა გამოყოს.
არჩევნებს კრედიტით არ ჩავატარებ, არც იარაღის ფულს გამოვიყენებთ, - აღნიშნა ზელენსკიმ.