უკრაინის ომში დაბრუნებაზე უარის გამო, რუსეთში ორი სამხედრო დააპატიმრეს

უკრაინის ომში დაბრუნებაზე უარის გამო, რუსეთში ორი სამხედრო დააპატიმრეს. რუსეთის ქალაქ სოჭში სამხედრო სასამართლომ ორ ჯარისკაცს სადამსჯელო კოლონიებში სულ მცირე ორწლიანი პატიმრობის განაჩენები გამოუტანა.
ერთ-ერთი სამხედრო, ვისაც პატიმრობა შეუფარდეს, ახალწვეულ იური მალტსევსკია. მეორე კი კონტრაქტის წესით დაქირავებული ჯარისკაცი ივან კაშინია.
ორივე მათგანი უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა, თუმცა, შემდეგ ბრძოლის ველზე დაბრუნებაზე უარი თქვეს, რის გამოც რუსულმა სასამართლომ ისინი დასაჯა.