თურქეთის პრეზიდენტი რუსეთში ჩავა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთში ჩავა. ამის შესახებ თურქეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ომერ ჩელიკმა ისაუბრა. შეხვდება თუ არა თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის პირველ პირს, უცნობია.
მოსკოვში ერდოღანის ვიზიტი მარცვლეულის შეთანხმების საკითხს უკავშირდება, რადგან გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმებული მარცვლეულის შეთანხმება მას შემდეგ დასრულდა, რაც მოსკოვმა შეთანხმება დატოვა. ახლა კი თურქეთი რუსეთის მთავრობის გადარწმუნებას შეეცდება. ეს შეთანხმება ოდესის საზღვაო პორტებიდან ათობით მილიონი ტონა მარცვლეულის გატანას ითვალისწინებდა.
მოსკოვი აცხადებს, რომ შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ რუსეთს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი საკვები და სასუქი მსოფლიო ბაზარზე გაიტანოს.