ოკუპანტებმა ტორეცკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსმა სამხედროებმა იერიში დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკზე მიიტანეს. დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. უკრაინული მხარის ცნობით, ოკუპანტებმა კასეტური ჭურვები გამოიყენეს.
დაღუპულია 39 წლის ქალი, რომელიც თავდასხმის დროს საკუთარი სახლის ეზოში იმყოფებოდა. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი 72-72 წლის ცოლ-ქმარი არიან, ასევე დაშავებულია 88 წლის ქალი. ყველა დაშავებული თავდასხმისას სახლში იმყოფებოდა", - წერია პროკურატურის განცხადებაში.