მინსკში პოლიტპატიმარმა ყელში კალამი ჩაირჭო
მინსკში აქციების დროს დაკავებულმა სტეპან ლატიპოვმა სასამართლო პროცესის დროს ყელის გამოჭრა სცადა. ლატიპოვმა კალამი ყელში ჩაირჭო. გამოცემა Наша нива-ს ცნობით, ლატიპოვმა ყელის შემდეგ მაჯების დასერვაც სცადა.
ორგანიზებული დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი საბჭო [ГУБОПиК] დამპირდა, რომ თუ დანაშაულს არ ვაღიარებ, ჩემი ახლობლებისა და მეზობლების მიმართ სისხლის სამართლებრივ საქმეებს აღძრავენ"- განაცხადა სასამართლოზე ლატიპოვმა
ლატიპოვი აცხადებს, რომ მისთვის სპეციალურ საწამებელ საკანს მოამზადებენ. სტეპან ლატიპოვი 2020 წლის სექტემბერში დააკავეს.