რუსეთში ამერიკული ავტომობილების ექსპორტი აღარ დაიშვება - მაშველი რგოლი ისევ საქართველოა

29.08.23 20:24
რუსეთში ამერიკული ავტომობილების ექსპორტი აღარ დაიშვება - მაშველი რგოლი ისევ საქართველოა

 

 

აგრესორის ქვეყნის საზღვრები ამერიკული ავტომობილებისთვის ჩაიკეტა. სექტემბერში ევროპული მანქანებიც ვეღარ გადაკვეთენ ვერც  ლარსის გამშვებ პუნქტს და ვერც სომხეთიდან მოხვდებიან რუსეთში.  

რა გეგმა აქვთ იზოლაციაში დარჩენილ რუსებს? მაშველი რგოლი ისევ საქართველოა. სქემა უკვე აწყობილია და ყველა რგოლი ზუსტად გათვლილი. საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ჯერ  ყაზახეთში მოხდება და იქიდან შემდეგ უკვე რუსეთისკენ გზაღიაა.

ცნობილია, რომ საქართველოში ავტომობილების რეექსპორტი რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ისედავ რეკორდულად არის გაზრდილი. სანქციების ამოქმედების შემდეგ ეს ციფრები კიდევ უფრო გაიზრდება.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები