ბელარუსული მედია ამტკიცებს, რომ ბელარუსი-უკრაინის საზღვარზე აფეთქებები მოხდა

29.08.23 19:15
ბელარუსული მედია ამტკიცებს, რომ ბელარუსი-უკრაინის საზღვარზე აფეთქებები მოხდა

ბელარუსი ამტკიცებს, რომ უკრაინა ბელარუსის საზღვართან აფეთქებები მოხდა. დაშავებულები არ არიან. ინფორმაციას ბელორუსული მედია ავრცელებს.

"Беларускі Гаюн"-ის ცნობით, სარკინიგზო ხიდზე ‘სლოვეჩნოს“ სადგურიდან 800 მეტრში ღამის 03:30 საათზე რამდენიმე ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი აფეთქდა.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებები საზღვარზე მეხმა გამოიწვია. ბელორუსული მედია ირწმუნება, რომ დაზიანდა რკინიგზა და ხიდის საყრდენი.