შვეიცარიაში მეწყერმა სახლები დაანგრია - ევაკუირებულია ასობით ადამიანი

შვეიცარიაში მეწყერმა 6 სახლი დაანგრია. სოფელ შვანდენში დროული ევაკუაციის წყალობით სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სტიქია შვანდენში სამშაბათს გავითარდა. სახლები ტალახით და ქვებით დაიფარა. პირველი მეწყერის შემდეგ 17 საათში კიდევ ერთი მეწყერი ჩამოწვა.
ცნობილია, რომ სტიქიამდე დიდი ხნის განმავლობაში წვიმდა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტიქიის შესახებ წინდაწინ ივარაუდა, ამიტომ სოფლიდან მოსახლეობა გახიზნა. ამის მიუხედავად, მოსახლოების მცირე ნაწილი სტიქიური უბედურების მომსწრე აინც გახდა.