რუსეთის საელჩო აშშ-ში: ზელენსკის გაკოტრებული რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა თვალთმაქცობაა

30.08.23 10:41
რუსეთის საელჩო აშშ-ში: ზელენსკის გაკოტრებული რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა თვალთმაქცობაა

უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტის გაგზავნის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საელჩო აშშ-ში "თვალთმაქცობას" უწოდებს. ოკუპანტი ქვეყნის დიპლომატიური უწყება ამტკიცებს, რომ რეალურად, ვაშინგტონი არავითარ შემთხვევაში არ იტყვის უარს უკანასკნელ უკრაინამდე რუსეთთან ბრძოლის კონცეფციაზე.

ზელენსკის გაკოტრებული რეჟიმისთვის მეოთხედი მილიარდი დოლარის ღირებულების HIMARS-ების ჭურვებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მიწოდება, ასევე მეოთხედი მილიარდი დოლარის ღირებულების სხვა საბრძოლო მასალის მიწოდება თვალთმაქცობის პიკია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოფიციალური პირები სამხედრო დახმარებას "უკრაინის ხალხისადმი ზრუნვით" ხსნიან. ფაქტობრივად, ვაშინგტონი არავითარ შემთხვევაში არ იტყვის უარს უკანასკნელ უკრაინამდე რუსეთთან ბრძოლის კონცეფციაზე, - აცხადებენ საელჩოში.

შეგახსენებთ,  რომ აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. პაკეტში საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის AIM-9M რაკეტები, საბრძოლო მასალა HIMARS სარაკეტო სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, განაღმვის აღჭურვილობა, Javelin და სხვა ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები და რაკეტები, ცეცხლსასროლი იარაღისთვის 3 მილიონ ტყვიაზე მეტი, სასწრაფო დახმარების მანქანები შევა.