რუსეთზე დრონებით მასშტაბური შეტევა გახორციელდა

30.08.23 11:00
რუსეთზე დრონებით მასშტაბური შეტევა გახორციელდა

გასულ ღამეს რუსეთზე დრონების მასშტაბური შეტევა გახორციელდა. უპილოტო საფრენმა აპარატებმა მოსკოვის, ფსკოვსკის, ბრიანსკის, ორლოვსკის, კალუჟსკის და რიაზანის ოლქებს შეუტიეს. ცნობილია, რომ ფსკოვსკში სამხედრო აეროდრომი დაიბომბა. ინფორმაციას თავად ფსკოვსკის ოლქის გუბერნატორიც ადასტურებს.

რუსეთის თავდაცვა ამტკიცებს, რომ უმეტეს რეგიონებში დრონების განადგურება მოახერხა.