რუსეთი ცეცხლის ალში - დრონების სამიზნე ერთდროულად 6 ქალაქი გახდა

30.08.23 20:43
რუსეთი ცეცხლის ალში - დრონების სამიზნე ერთდროულად 6 ქალაქი გახდა

 

 

 

რუსეთი ცეცხლის ალში - ქვეყნის  6 ქალაქი ერთდროულად გახდა დრონების სამიზნე, თუმცა ყველაზე დიდი დარტყმა მოსკოვმა ფსკოვში მიიღო. უკრაინის საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარე ქალაქში აეროდრომი დაიბომბა. ოთხი ილ 76 -ის ტიპის თვითმფრინავი გადადგურებულია. ასეთ  შეტევას კრემლი არ ელოდა. ინტერნეტიდან შლიან ყველა იმ ვიდეოს, სადაც დამწვარი თვითმფრინავები ჩანს. ამავე აეროდრომზე განლაგებული იყო ფსკოვის  334 საავიაციო პოლკი. ეს ის დანაყოფია, რომელიც 9 აპრილს, აფხაზეთის ომსა და აგვისტოს ომში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. ამავე დანაყოფმა მიიტანა პირველი იერიში კიევზეც.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.