მოსკოვი იარაღის შესაძენად ფხენიანთან მოლაპარაკებას აწარმოებს

31.08.23 10:15
მოსკოვი იარაღის შესაძენად ფხენიანთან მოლაპარაკებას აწარმოებს

რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან იარაღის შესაძენად საიდუმლო მოლაპარაკებას აწარმოებს, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ გაავრცელა.

კირბის თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ, რომელიც ივლისის ბოლოს ფხენიანში იმყოფებოდა, ცდილობდა ჩრდილოეთ კორეა დაერწმუნებინა რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალების მიყიდვის აუცილებლობაში. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტსაც ჰქონდა კომუნიკაცია ჩრდილოეთ კორეის მეთაურთან.

აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან შეიძენს იარაღის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულსაც. ჯონ კირბის განცხადებით, იარაღის შესაძენად რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერი გარიგება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა იქნება.

მსგავსი სიახლეები