უკრაინელებმა კიდევ ერთხელ გადააჭარბეს მოლოდინებს, ჩვენ უნდა ვენდოთ მათ - სტოლტენბერგი

31.08.23 10:51
უკრაინელებმა კიდევ ერთხელ გადააჭარბეს მოლოდინებს,  ჩვენ უნდა ვენდოთ მათ - სტოლტენბერგი

"უკრაინა თანდათან წინ მიიწევს - უკან ხევენ რუსებს, წინ მიდიან ძლიერად გამაგრებულ ტერიტორიებზე და ახლა უფრო მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა," - ეს განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა გააკეთა.

იენს სტოლტენბერგმა უკრაინის კონტრშეტევებზე საუბრისას თქვა, რომ უკრაინამ მოლოდინებს გადააჭარბა.

უკრაინა თანდათან წინ მიიწევს - უკან ხევენ რუსებს, წინ მიდიან ძლიერად გამაგრებულ ტერიტორიებზე, მათ შორის დანაღმულ ველებზე და ახლა უფრო მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა. ეს რთული ბრძოლაა, გამარჯვების იოლი გზა არ არსებობს, მაგრამ ისინი წინ მიიწევენ.

ჩვენ დავინახეთ, რომ უკრაინელებმა კიდევ ერთხელ გადააჭარბეს მოლოდინებს და უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი გასულ წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით დაიწყო. ჩვენ უნდა ვენდოთ მათ. ჩვენი რჩევაა, მხარდაჭერა, მაგრამ საბოლოო ჯამში, უკრაინელებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები", - თქვა სტოლტენბერგმა.