იტალიაში მატარებელი რკინიგზის მუშებს დაეჯახა - დაღუპულია 5 პირი

31.08.23 14:01
იტალიაში მატარებელი რკინიგზის მუშებს დაეჯახა - დაღუპულია 5 პირი

იტალიაში სადგურთან ახლოს დიდი სიჩქარით მიმავალი მატარებელი რკინიგზის მუშებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

ცნობილი ხდება, რომ მუშები, ტრასის ნაწილს ცვლიდნენ ჩრდილოეთ ქალაქ ტურინთან, რა დროსაც ინციდენტი მოხდა. შემთხვევას გადაურჩა ორი მუშა, რომლებიც დაკვირვების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს, გარდა ამისა, სამედიცინო დახმარება მატარებლის მძღოლსაც გაუწიეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, მატარებელი ბრანდიზოს სადგურზე 160 კმ/სთ სიჩქარით გადიოდა, ამ დროს კი მუშები დაახლოებით 10 მეტრის სიდიდის ლიანდაგს ცვლიდნენ.

მსგავსი სიახლეები