უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი მალე თანამდებობას დატოვებს - უკრაინული მედია

31.08.23 16:00
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი მალე თანამდებობას დატოვებს - უკრაინული მედია

მალე უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ალექსეი რეზნიკოვს თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლებენ - ინფორმაციას ამის შესახებ Українська правда ავრცელებს.

მედია ამტკიცებს, რომ პარლამენტმა თავდაცვის დეპარტამენტის ამჟამინდელი უფროსის თანამდებობიდან გადაყენება მომავალ კვირას უნდა განიხილოს, ხოლო რეზნიკოვის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე პავლიუკი შეასრულებს.

უკრაინული გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რეზნიკოვი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის პოსტზე განიხილება.