"მათთვის, ვინც მსჯელობს ცოცხალი ვარ თუ არა" - როდის არის ჩაწერილი პრიგოჟინის ვიდეომიმართვა

31.08.23 20:10
"მათთვის, ვინც მსჯელობს ცოცხალი ვარ თუ არა" - როდის არის ჩაწერილი პრიგოჟინის ვიდეომიმართვა

 

 

"მათთვის, ვინც მსჯელობს ცოცხალი ვარ თუ არა, ახლა კვირის უქმე დღეებია, 2023 წლის აგვისტოს მეორე ნახევარი. მე აფრიკაში ვარ," - ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ევგენი პრიგოჟინის ვიდეომიმართვა, რომელიც, სავარაუდოდ, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრეა ჩაწერილი. ვაგნერის ხელმძღვანელი საუბრობს  მისი უსაფრთხოების მიმართ შესაძლო მუქარებზე.

პრიგოჟინის საველე სამოსი და ქუდი და ასევე საათი მის მარჯვენა ხელზე, ემთხვევა 21 აგვისტოს გამოქვეყნებული ვიდეოს გამოსახულებას, რომელზეც გაცხადდა, რომ ასევე აფრიკაშია ჩაწერილი. მის მიერ კვირის „უქმეებზე“ მინიშნება გულისხმობდა, რომ ბოლო ვიდეო 19 ან 20 აგვისტოს უნდა ყოფილიყო ჩაწერილი, ანუ თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან მხოლოდ სამი დღით ადრე.

მათთვის, ვინც მსჯელობს ცოცხალი ვარ თუ არა, როგორ არის ჩემი საქმეები - ახლა კვირის უქმე დღეებია, 2023 წლის აგვისტოს მეორე ნახევარი. მე აფრიკაში ვარ. ასე რომ მათთვის, ვისაც ჩემს მოშორებაზე მსჯელობა მოსწონს, ან აინტერესებს ჩემი პირადი ცხოვრება, რამდენს გამოვიმუშავებ არ რამე სხვა - ყველაფერი კარგადაა,“ - ამბობს პრიგოჟინი მოკლე ვიდეოში.

მსგავსი სიახლეები