ერდოღანის და პუტინის მოლაპარაკებები - პოდოლიაკი თურქეთის პრეზიდენტს აკრიტიკებს

01.09.23 10:35
ერდოღანის და პუტინის მოლაპარაკებები - პოდოლიაკი თურქეთის პრეზიდენტს აკრიტიკებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი მიხაილო პოდოლიაკი თურქეთის პრეზიდენტს აკრიტიკებს. საქმე ეხება სექტემბრის დასაწყსში დაგეგმილ პუტინისა და ერდოღანის შეხვერას. პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ ერდოღანი პუტინს რუსეთში არ უნდა ეახლოს. მისი თქმით, თურქეთის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს ვიზიტი ახლა ერდოღანისთვის მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს. 

ჩემი პოზიცია ცოტა სხვაგვარია. მე ვფიქრობ, რომ თუ გსურთ რაიმე რეპუტაცია გქონდეთ, საკუთარი თავისადმი პატივისცემა უნდა გამოიჩინოთ, „პუტინ, თუკი რაიმე გსურს, აქეთ მოდი. თუ არ გინდა, მაშინ არარაობა ხარ“, - თქვა პოდოლიაკმა 24 არხის ეთერში. 

მისივე თქმით, საუბარია ადამიანზე, რომელსაც დაცვის გარეშე კაბინეტიდან გამოსვლისაც კი ეშინია, ეს კი იმას ცხადყოფს, რომ მისი რეპუტაცია თანამედროვე სამყაროში ნულია.