რუსეთის ცაზე სამხედრო დრონები ისევ გამოჩნდა - მოსკოვი ხელს უკრაინისკენ იშვერს

უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ცაზე - მოსკოვის მერი იტყობინება, რომ ქალაქის დაბომბვა დრონებით უკრაინას სურდა, მაგრამ თავდასხმა მოიგერიეს. რუსეთის ოფიციალური პირები ამტკიცეებენ, რომ იერიშების შედეგად დაშავებულები არ არიან.
უსაფრთხოების გამო ქვეყნის ოთხ აეროპორტში ფრენები გაუქმნდა. გადაიდო 60-ზე მეტი ავიარესი. უკრაინის ხელისუფლება ამ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს.