ზელენსკი საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს მეორე ვადით იყრის

თუ უკრაინაში მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, ვოლოდიმირ ზელენსკი კენჭს მეორე ვადით იყრის - ამის შესახებ პრეზიდენტმა პორტუგალიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა.
ზელენსკი არ აპირებს მიატოვოს საკუთარი ქვეყანა, მაგრამ ღიად ამბობს, რომ საომარ მდგომარეობაში არჩევნების ჩატარება სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას საკანონმდებლო ცვლილებები და დამატებითი დაფინანსება სჭირდება.
თუ ამ პირობებში საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნა გადაწყდა, უკრაინა მოითხოვს საერთაშორისო დამკვირვებლების მონიტორინგს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. მათ შორის, იმ ჯარისკაცების მონაწილეობით, რომლებიც დღეს ფრონტის ხაზზე იბრძვიან. ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ ხმის მიცემა უნდა შეძლონ უკრაინის იმ მოქალაქეებმაც, რომლებიც პუტინის ომის გამო ლტოლვილებად იქცნენ და სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან.