უკრაინა და დასავლეთ ბალკანეთი ევროკავშირის წევრები სწრაფად უნდა გახდნენ - ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ უკრაინა და დასავლეთ ბალნეთი ევროკავშირის წევრები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახდნენ. ჯოზეფ ბორელი თვლის, რომ ევროკავშირის გაფართოება პოლიტიკურ პროცესს ბიძგს მისცემს.
ამასთან, მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ევროკავშირში შესაძლოა, კიდევ 10-მდე ქვეყანა გაწევრიანდეს.
უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ასევე დასავლეთ ბალკანეთი და სწრაფად. ვფიქრობ, უკრაინის ომს გვერდითი ეფექტი მოჰყვა - გაფართოების პროცესის დაჩქარება, რაც აშკარად დამსახურებაზე დამყარებული პროცესია: კანდიდატი სახელმწიფო გახდება წევრი, როცა ყველა პირობა დაკმაყოფილდება. ამავდროულად, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა პოლიტიკური მიზნის, ჰორიზონტის დაფიქსირება, რათა ბიძგი მისცეს პოლიტიკურ პროცესს. ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ გაფართოებისთვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ათი ახალი წევრის მიღება, - განაცხადა ბორელმა.