თეთრი სახლი: უკრაინამ კონტრშეტევაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია

ბოლო 72 საათში უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს - ინფორმაცია მედიას თეთრ სახლში მიაწოდეს.
როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, უკრაინელებმა ასევე მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას რუსული თავდაცვის მეორე ხაზის წინააღმდეგაც.
უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. მათ მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას რუსული თავდაცვის მეორე ხაზის წინააღმდეგ", - განაცხადა კირბიმ.
კირბიმ ასევე უსარგებლო უწოდა იმ ადამიანების განცხადებებს, ვისაც უკრაინის კონტრშეტევას აკრიტიკებს.
"პარტნიორისა და მეგობრის კრიტიკა, რომელიც ძალადობრივ რეჟიმთან ბრძოლაში წარმატების მიღწევას ცდილობს, უსარგებლოა"- თქვა მან.