რუსეთი უკრაინას ყირიმის ხიდზე თავდასხმაში ადანაშაულებს

რუსეთი უკრაინას ყირიმის ხიდზე თავდასხმაში ადანაშაულებს - ოფიციალური მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინის არმიის წყალქვეშა კატერმა სტრატეგიული ობიექტის აფეთქება ღამით კიდევ ერთხელ სცადა.
რუსული წყაროები წერენ, რომ ოკუპირებული ყირიმისა და რუსეთის დამაკავშირებელ ხიდთან უკრაინის საზღვაო უპილოტო აპარატი დროულად შენიშნეს და გაანადგურეს.
პირველ სექტემბერს, მოსკოვის დროით დაახლოებით 23:15-ზე კიევის რეჟიმმა სცადა ტერორისტული იერიშის მიტანა ყირიმის ხიდზე, ნახევრად წყალქვეშა უეკიპაჟო კატერით. უკრაინული საზღვაო უპილოტო აპარატი დროულად დააფიქსირეს და გაანადგურეს შავი ზღვის აკვატორიაში",- აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
შენიშვნა: ფოტო არქივიდან