აშშ უკრაინას ურანის შემცველ საბრძოლო მასალას გადასცემს
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ უკრაინას ურანის შემცველ საბრძოლო მასალას გადასცემს. სააგენტო აშშ-ს ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ გადაწყვეტილებას შეერთებული შტატები მომავალ კვირას გამოაქვეყნებს და იტყვის, რომ ეს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ნაწილია. პაკეტის ღირებულება სავარაუდოდ, 240-დან 375 მილიონ დოლარამდე იქნება.
ირკვევა, რომ საბრძოლო მასალის გამოყენება, Abrams-ის ტიპის ამერიკულ ტანკიდანაა შესაძლებელი.