ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

02.09.23 18:17
ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

 უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას - ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. 

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც 19-25 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, უკრაინის პრეზიდენტი პირადად წარადგენს უკრაინის "მშვიდობის ფორმულას".

ცნობილია, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა  20 სექტემბერსაა ჩანიშნული. 

მსგავსი სიახლეები