უკრაინა F-16-ების მისაღებად ემზადება
უკრაინა F -16-ების მისაღებად ემზადება - ამერიკულ ავიაგამანადგურებლებს რუსული აგრესიის პირისპირ მყოფ ქვეყანას დანია, ნორვეგია და ჰოლანდია გადასცემენ.
საბრძოლო ტექნიკა სრულადაა მორგებული უკრაინის საჭიროებებს -მას შეუძლია, საჰაერო თავდაცვა, ხმელეთზე სამიზნეების განადგურება და მტრის საფრენი საშუალებების განეიტრალება.
უკრაინელ პილოტებს ამერიკელები გადაამზადებენ. რა გამოწვევების წინაშე დადგებიან სამხედროები ავია გამანადგურებლების მიღების შემდეგ და რატომაა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ბრძოლაში სწორედ ამ ტექნიკის გამოყენება, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი, მარიამ უგრეხელიძე არკვევდა.