მოსკოვში ავიარეისები მასობრივად გადაიდო - ევაკუაციაა დედაქალაქის "კიევის სადგურშიც"
რუსეთის დედაქალაქში ავიარეისები მასობრივად გადაიდო. ამის გარდა, მოსკოვის კიევის სადგურში ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას პროპაგანდისტული „ტასი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოსკოვში, კიევის სადგურში ევაკუაცია აფეთქების საფრთხეს უკავშირდება. სადგურს ტერიტორია მოწმდება.
ამასთან, მოსკოვის აეროპორტებში მასობრივად გადაეს ავიარეისები. მიზეზი უცნობია.
მოსკოვში 3 სექტემბერს 23 ავიარეისამდე გადაიდო და 19 შეფერხდა. 0:26 მონაცემებით, ვნუკოვოას აეროპორტში 6 რეისი გადაიდო, კიდევ 5 შეფერხდა, შერემეტიევში შეფერხებულია 6 რეისი. დომოდევოში შეფერხდა 8, 17 გადაიდო, - ნათქვამია შეტყობინებაში.