ოკუპანტებმა ოდესას შეუტიეს - 25 დრონიდან უკრაინამ 22-ს განეიტრალება მოახერხა

რუსი ოკუპანტები ოდესას უტევენ. უკრიანის საპორტიო ქალაქში მხოლოდ ერთ ღამეში 25 დრონი გადაისროლეს. 25 უპილოტო საფრენი აპარატიდან, 22-ის განეიტრალება უკრაინელმა მცველებმა შეძლეს.
შეუტიეს დონეცკის ოლქსაც. არიან დაღუპულები და დაშავებულები. არსებული ცნობებით, დარტყმა საცხოვრებელ ზონაში განხორციელდა. ადგილზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.