თურქეთში ძლიერი წვიმის გამო ზღვისპირა ქალაქი დაიტბორა

ჩრდილოეთ თურქეთში ძლიერი წვიმის გამო ზღვისპირა ქალაქი გირესუნი დაიტბორა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ძლიერი წვიმა საღამოს დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაშ გაგრძელდა. სტიქიის შედეგად ქალაქის ცენტრალური ქუჩები და რამდენიმე სახლის პირველი სართული დაიტბორა. მძღოლებს ავტომობილებით გადაადგილება უჭირდათ.
უამინდობის შედეგების დასაძლევად მოქალაქეებმა საკანალიზაციო ლუქები გახსნეს, რათა წყალი იქ ჩასულიყო.