რუსებმა ოდესას ისევ დრონებით შეუტიეს - საჰაერო თავდაცვამ 17 დრონი გაანეიტრალა

04.09.23 10:29
რუსებმა ოდესას ისევ დრონებით შეუტიეს - საჰაერო თავდაცვამ 17 დრონი გაანეიტრალა

რუსები ოდესას ისევ დრონებით უტევენ. უკრაინის საპორტო ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გახორციელდა. ორ რაიონში საწყობები და საწარმო შენობებია განადგურებული. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. საჰაერო თავდაცვამ ოდესის  თავზე 17 დრონის განეიტრალებაა შეძლო. 

კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს დრენპოპეტროვსკის ოლქშიც. ოკუპანტების სამიზნე იყო ჰერსონიც. ბოლო თავდასხმას რეგიონზე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 4 კი მძიმედ დაშავდა, მათ შორისს არის 9 წლის მოზარდიც.

მსგავსი სიახლეები