საკადრო ცვლილებები უკრაინაში - ვინ დასახელდა თავდაცვის ახალ მინისტრად?
უკრაინის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრის შეცვლა გადაწყვიტა. ალექსეი რეზნიკოვის ნაცვლად, უმნიშვნელოვანეს უწყებას რუსეტმ უმეროვი ჩაუდგება სათავეში. ვოლოდიმირ ზელენსკი საკადრო გადაადგილების მიზეზად ახალ მიდგომებს ასახელებს.
ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ახალმა მინისტრმა ურთიერთობების სხვა ფორმატები და ახალი მიდგომები უნდა დაამკვიდროს. "შემოდგომა გაძლიერების დროა", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. რადას დეპუტატი, გონჩარენკო კი იტყობინება, რომ რუსტემ უმეროვი უკვე იწყებს შეხვედრებს უზენაესი რადას ფრაქციებთან, როგორც თავდაცვის მინისტრის კანდიდატი.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის ამ კვირაში პარლამენტს საკადრო გადაწყვეტილების ცვლილებას შესთავაზებს, რაც მისი თქმით, გულისხმობს თავდაცვის მინისტრად რუსტემ უმეროვის დანიშვნას.
ამ კვირაში პარლამენტს შევთავაზებ საკადრო გადაწყვეტილებას. გადავწყვიტე უკრაინის თავდაცვის მინისტრის შემეცვალა, ალექსეი რეზნიკოვმა სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი გამოიარა და მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმები, როგორც სამხედროებთან, ისე მთლიანად საზოგადოებასთან. ახლა სამინისტროს რუსტემ უმეროვმა უნდა უხელმძღვანელოს", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.