ესპანეთში გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა - მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ

ესპანეთში გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა. მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, არ გადაადგილდნენ ავტომობილებით. ამის შესახებ Ske News წერს.
ესპანეთის ნაციონალურმა მეტეოროლოგიურმა სააგენტომ განგაშის მაქსიმალური წითელი სიგნალი მადრიდში, ტოლედოსა და კადისში ჩართო. დაზარალებულ რაიონებში შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა და გადაიდო საფეხბურთო მატჩები.
მადრიდის მერი მოქალაქეებს ურჩევს, ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ, ხოლო სამაშველო ბრიგადებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. ქალაქის მცხოვრებლებს მოქმედების ინსტრუქცია ტექსტური შეტყობინებებით დაეგზავნათ.