ცვლილებები უკრაინის მთავრობაში - რატომ შეცვალა თავდაცვის მინისტრი ვოლოდიმირ ზელენსკიმ?

უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტის დასაკავებლად ყოფილი ოპოზიციონერი რუსტემ უმეროვი ემზადება. ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე რეზნიკოვს ჩაანაცვლებს. გადაწყვეტილება საკადრო ცვლილებების შესახებ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა უკვე მიიღო, ახლა მხოლოდ საპარლამენტო პროცედურები რჩება.
რატომ შეცვალა თავდაცვის მინისტრი ვოლოდიმირ ზელენსკიმ? უკრაინული მედია წერს, რომ პრეზიდენტი რეზნიკოვის შემცვლელს წლინახევრის განმავლობაში ეძებდა, თუმცა ამ პოსტის დაკავებაზე ყველა შესაძლო კანდიდატმა უარი თქვა.
რატომ გაკეთდა არჩევანი უმეროვზე და იგეგმება თუ არა კიდევ სხვა საკადრო ცვლილება უკრაინის მთავრობაში?