ისრაელს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

02.06.21 16:44
ისრაელს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

87 მომხრე 26-ის წინააღმდეგი- ისრაელს ახალი პრეზიდენტი აირჩია. ქვეყნის მეთაური სააგენტო ,,სოხნუტის" ხელმძღვანელი, 60 წლის იცხაკ ჰერცოგი გახდა. 

DW-ის ცნობით, არჩევნებზე ჰერცოგის უშუალო კონკურენტი 67 წლის პედაგოგი და აქტივისტი, მარიამ პერეცი, იყო.

მე ვიქნები ისრაელის ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. ვიმუშავებ ქვეყნის გაერთიანებისთვის. მოვიდა დრო, გავდოთ ხიდები, რათა მთელს მსოფლიოში გავრცელებული ანტისემიტიზმი და ისარელის წინააღმდეგ არსებული ბრძოლა შევამციროთ - განაცხადა იცხაკ ჰერცოგმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ახალი პრეზიდენტის არჩევას ტვიტერზე გამოეხმაურა.

1999-2001 წლებში ჰერცოგი პრემიერ-მინისტრ ეხუდ ბარაკის ადმინისტრაციაში მუშაობდა. 2000 2003 წლებში კი ნარკოტიკებთან ბრძოლის ეროვნულ განყოფილებაში. 2003 წელს ის პარლამენტში აირჩიეს. 2013 წელს კი საპარლამენტო არჩევნების დროს ნეთანიაჰუს უშუალო კონკურენტი გახლდათ.

იცხაკ ჰერცოგმა პრეზიდენტის პოსტზე რეუვენ რივლინი შეცვალა.

მსგავსი სიახლეები